,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“

  • Word
,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 09/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.000.588
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
204
08/11/2006
სსმ, 151, 09/11/2006
010.330.000.10.003.000.588
,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/11/2006 - 22/11/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ

ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური პრემია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა ყოველთვიური პრემიებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა წოდება მიენიჭათ 2006 წელს, ყოველთვიური პრემიები მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.

5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური პრემია მიეცეთ მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი