„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 24/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 190.030.000.05.001.003.613
  • Word
1673
24/09/2009
სსმ, 27, 24/09/2009
190.030.000.05.001.003.613
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ვალის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო ვალის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოს სახელმწიფო ვალისაქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალიუცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული თანხებით;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ვალის ძირითადი თანხავალის შესახებ ხელშეკრულების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ვალის აღებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესაბამისად ვალად აღებული თანხა;“.

2. მე-2 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიკაციას, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინადადებების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სარატიფიკაციოდ წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთოდეს ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 და 44 პუნქტები:

„43. საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით.

44. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოითხოვს თანხებს დამტკიცებული საფინანსო რესურსის ფარგლებში.“.

3. 29- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირებაზე ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

1673–IIს