დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 06/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.586 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №202
2006 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
რევაზ ბერიძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი
ივანე გოჩიტაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი
ნუკრი ლიპარტაშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი მჟავანაძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი
ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ნატროშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
დიმიტრი ქიტოშვილი – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე ჩხიკვაძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი
დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები