დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 195 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.579 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №195
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ი) მინისტრის აპარატი;“.
2. მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ე) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი მუშაობის შემოწმების მიზნით რევიზიების მოწყობა დადგენილი წესით;
ვ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
თ) შრომითი დავების შესახებ სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში;
ი) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტებითა და მითითებებით განსაზღვრულ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
ო) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
პ) მატერიალური, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
ჟ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ს) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
უ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
ე) ქვეყნის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობის მივლინებების ორგანიზება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება;
ზ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა.“.
მუხლი 2.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3.
1. დადგენილება (გარდა პირველი მუხლისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები