საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.580
  • Word
1537
17/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
010.190.030.06.001.003.580
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი  

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1891 მუხლი:

    ,,მუხლი 1891

1. პარლამენტი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში ირჩევს 2 წევრს.

2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. თუ საჭირო ხმების რაოდენობა ორზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი. თუ ორმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. თუ კანდიდატი ვერ აირჩა, ხელახალი არჩევნები ან არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის წევრები როტაციის წესით შეცვლას ექვემდებარებიან კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1537–რს