დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1532 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.575 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე ნაწილი:
„42. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით ფიზიკურ პირებზე ან/და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობაზე საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერით წარმოიშვა ზედმეტობა, რომლის შემდგომში კორექტირების შედეგად ფიზიკურ პირს ან ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას აღნიშნულ კორექტირებამდე პერიოდზე დაერიცხა საურავი, საგადასახადო ორგანოებმა განახორციელონ აღნიშნული საურავების ჩამოწერა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით, ამ კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად. აღნიშნული უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ივლისი.
№1532–რს
დოკუმენტის კომენტარები