„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.533
  • Word
1331
26/06/2009
სსმ, 14, 03/07/2009
040.200.010.05.001.003.533
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 118–1110 პუნქტები:

„118. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადების შეტანიდან დოკუმენტის:

ა) მე-10 დღეს აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასური 20 ლარია;

ბ) მე-5 დღეს აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასური 40 ლარია;

გ) მე-2 დღეს აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასური 70 ლარია;

დ) იმავე დღეს აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია.

119. დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ განცხადების შეტანიდან დოკუმენტის:

ა) მე-10 დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასური 20 ლარია;

ბ) მე-5 დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასური 40 ლარია;

გ) მე-2 დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასური 70 ლარია;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია.

1110.ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის მომსახურების საფასური 20 ლარია.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1331–რს