„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 06/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 430.070.000.05.001.003.530
  • Word
1328
26/06/2009
სსმ, 15, 06/07/2009
430.070.000.05.001.003.530
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას

მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;

გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;

დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;

ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;

ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;

ზ) იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;

თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინას.“.

2. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. სკოლაში სწავლისაგან განთავისუფლება

მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“.

3. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა პირველი საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს მხოლოდ ის პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“.

4. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისაგან ყოფილი მოსამართლის განთავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით დადგენილი წესებით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1328–რს