„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 32/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 12/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32/2006
11/09/2006
სსმ, 125, 12/09/2006
010.250.000.15.008.009.230
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2006 - 14/09/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2006

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირ­ველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი­სია ადგენს:

მუხლი 1. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად, პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შესაბამისი პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

მუხლი 2. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული/სარეზერვო სიის შემოწმების შედეგად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას, პარტიული სიიდან ამოიღება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი/სარეზერვო კანდიდატი, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის ადგი­ლობ­რივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი ან სარეზერვო კანდიდატი რიგითობის მიხედვით და ა.შ. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატი კანონით დადგენილ ვადაში თავად განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე. 

მუხლი 3. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქარ-თველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. 

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                გ. მჭედლიძე