დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 11/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 11/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.15.008.009.223 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №30/2006
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);
ბ) ახლადშექმნილი საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსისა და საკონკურსო საბუთების მიღების ვადებს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განსაზღვრავს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);
გ) უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი);
დ) საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ირჩევს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი).
ე) თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მისი შემადგენლობის კანონით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს კონკურსში მონაწილეთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 20 დღისა (15 სექტემბერი).
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები