„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე”

დოკუმენტის ნომერი 27/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 07/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.215
27/2006
07/09/2006
სსმ, 122, 07/09/2006
010.250.000.15.008.009.215
„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2006

2006 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯ­დომარის განკარგულებით, თუ მისმა წარმდგენმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ გახსნა/წარადგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                      გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                                გ. მჭედლიძე