“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ”

“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 18/2006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 31/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.174
18/2006
30/08/2006
სსმ, 117, 31/08/2006
010.250.000.15.008.009.174
“2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს_აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2006

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – აჟარის თემის საკრებულოს არჩევნების საარჩევნო ღონისძიებების ზოგიერთი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

1. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად კონკურსი გამოცხადდეს არა უგვიანეს 2006 წლის 31 აგვისტოსი.

2. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად საბუთების მიღება იწარ­­მოებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არა უგვიანეს 2006 წლის 2 სექტემბრისა.

3. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კო­მი­სიის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს არა უგვიანეს 2006 წლის 3 სექტემბრისა.

4. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კო­მი­­სიის თავმჯდომარე ნიშნავს არა უგვიანეს 2006 წლის 5 სექტემბრისა.

5. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომი­სიის საარჩევნო უბნებს ქმნის არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.

6. ცენტრალური საარჩევნო კომისია №86 ზემო აფ­ხა­ზეთის საარჩევნო ოლქში ადგილობრივ მაჟორიტა­რულ საარჩევნო ოლქებს ქმნის არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.

7. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კო­მისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.

8. საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიებ­ში წევრების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდ­გენენ არა უგვიანეს 2006 წლის 9 სექტემბრისა.

9. №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს ნიშნავს არა უგვიანეს 2006 წლის 10 სექტემბრისა.

მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                        გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                  გ. მჭედლიძე