,,ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 15/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.030.000.10.003.000.559
  • Word
175
13/09/2006
სსმ, 127, 15/09/2006
230.030.000.10.003.000.559
,,ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის №187 დადგენილებით დამტკიცებული ,,ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების (სსმ III, 2005 წ., №120, მუხლი 1345) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

,,5. პირს, რომელმაც არარეზიდენტი პირისაგან მიიღო საკუთრების უფლება (დადასტურებული ორიგინალი ინვოისით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით) საწყობში განთავსებულ იმ საქონელზე, რომელიც არარეზიდენტი პირის დავალებით განთავსებულია საწყობში საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ, უფლება აქვს საქონელი მოაქციოს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ საბაჟო რეჟიმში (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის შემთხვევაში საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება ასეთი საქონლის აღნიშნულ რეჟიმში შენახვის დარჩენილი ვადის ფარგლებში), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესა­ნახად განკუთვნილ საწყობებზე.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი