დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 31/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.250.010.15.008.009.172 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №16/2006
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრაციის გავლის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა არა უგვიანეს 2006 წლის 5 სექტემბრისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პირადი ნომრები;
გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელის მოწერა.
მუხლი 2. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე საინიციატივო ჯგუფს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.
მუხლი 3. თუ დაცულია ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში ატარებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა. ხოლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს და მას 1 დღე ეძლევა განცხადების სრულყოფისათვის.
მუხლი 4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2006 წლის 7 სექტემბრისა.
მუხლი 5. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები