,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.138
  • Word
16/ნ
28/01/2010
სსმ, 10, 28/01/2010
470.230.000.22.035.014.138
,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.138

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №16/ნ

2010 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ (სსმ III, 2003 წ., №22, მუხ. 201) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და 881 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:“.

2. დანართი №4-ის („სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქცია“)

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოწმობის გაცემა შეუძლია პირველადი ჯანმრთელობის დაწესებულებას, მათ შორის, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს, გადაუდებელი (სასწრაფო) სამედიცინო დახმარების დაწესებულებას, საავადმყოფოს, დისპანსერს, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებას, კლინიკას, სამშობიარო სახლს, სანატორიუმს, პათოლოგანატომიურ (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულებას (შემდგომში – ჯანდაცვის დაწესებულება), მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მოწმობის გამცემი პირი ვალდებულია დაამოწმოს ის თავისი ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი თებერვლიდან

ა. კვიტაშვილი