დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 28/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.014.137 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.137
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანება №17/ნ
2010 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებაში (სსმ III, 1999 წ. №64(71), მუხლი 1005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 – ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმა – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმა
(რეცეპტის ბლანკი ყვითელი ფერის)
| დაწესებულების შტამპი ფორმა 1 რეცეპტის ნს № 00000 ნარკოტიკული საშუალების მისაღებად გამოწერის თარიღი ---------------------- ავადმყოფი -------------------------------------- (სახელი, გვარი) ასაკი ------------------------------ ამბ. ბარათის (ავად.ისტორიის) № -------- დიაგნოზი -------------------------------------------- RP.: --------------------------------------------------- S.: -----------------------------------------------------
RP.: --------------------------------------------------- S.: ----------------------------------------------------- დაწესებულების ხელმძღვანელი (ან პასუხისმგებელი პირი) -------------------------- (სახელი, გვარი) ექიმის ხელმოწერა ------------------------------ (სახელი, გვარი) ექიმის პირადი ბეჭედი დაწესებულების გერბიანი ბეჭედი |
ექიმის სამახსოვრო – რეცეპტში სამკურნალო საშუალება იწერება გენერიკული ან/და სავაჭრო დასახელებით, ლათინურ ენაზე, ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით; – ნებადართულია მხოლოდ დადგენილი წესით დაშვებული შემოკლებანი
რეცეპტი ვარგისია 5 დღის განმავლობაში გამოწერის დღის ჩათვლით |
|
|
|
შენიშვნა:
ა) ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას;
ბ) რეცეპტის ბლანკი იბეჭდება დაცვის მქონე სპეციალურ ქაღალდზე“.
მუხლი 2.
შესაბამისი უფლების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნება ეძლევათ ნარკოტიკული საშუალებები გამოწერონ მიმოქცევაში არსებულ ფორმა №1 რეცეპტის ბლანკებზე მათი მარაგის ამოწურვამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტისა.
მუხლი 3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები