„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 06/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/01/2010
ძალაში შესვლის თარიღი 27/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.014.135
  • Word
06/01
27/01/2010
სსმ, 10, 28/01/2010
220.010.050.18.011.014.135
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.014.135

საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება №6/01

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ოპერაციების ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში (სსმ III,10.03.09წ., №26, მუხლი 341) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 საათით ადრე, ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით“.

    მუხლი 2.

ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე