„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.310.000.22.026.014.129
  • Word
51
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
010.310.000.22.026.014.129
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.129

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება 51

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებით (სსმ III, 15.01.2008, №5, მუხ. 66) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:

 ა) მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების დაგეგმვის სამმართველო;

ბ) ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის სამმართველო.

     „მუხლი 14. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების დაგეგმვის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შეიარაღების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული, ოპერატიული, საჯარისო და ბრძანებით განსაზღვრული მარაგების დაგეგმვასა და მონიტორინგს; შეიარაღების, საავტომობილო, ჯავშანტექნიკის, მცურავი საშუალებების, საფრენი აპარატების, სააეროდრომო და სხვა სპეციალური ტექნიკის დაგეგმვას; საინჟინრო-ქიმიური საშუალებებისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვას, მათ მიმდინარე უზრუნველყოფის მონიტორინგს; ტექნიკის, შეიარაღების, აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვასა და კოორდინაციას; მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებით მომარაგების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების შემუშავებას; საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის სასიცოცხლო ციკლის გაანგარიშების სისტემისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას; ჩანაცვლებისა და მოდერნიზაციის გეგმების შემუშავებას. მონაწილეობს სახელმძღვანელო და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებაში; მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ბ) მარაგების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: სურსათის, სანივთე ქონების, სამედიცინო ქონების, საინჟინრო-ქიმიური, საწვავ-საპოხი მასალების, საბრძოლო მასალების, სტრატეგიული, ოპერატიული, საჯარისო და ბრძანებით განსაზღვრული მარაგების დაგეგმვასა და მონიტორინგს; მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებით მომარაგების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების შემუშავებას. მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში.

გ) ლოგისტიკური მონაცემების ანალიზის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: ლოგისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს; საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური რესურსების გამოყენებისა და შევსების ანალიზს; ძირითადი ლოგისტიკური განვითარების პროგრამების შემუშავებას; საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველ-ყოფისათვის საჭირო ლოგისტიკური საშუალებების გაანგარიშებას და მათ სამხედრო ბიუჯეტის პროექტში და შესყიდვების გეგმაში ასახვას; ლოგისტიკური ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ლოგისტიკური უზრუნველყოფის პრინციპებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.“.

ბ) მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: სამხედრო ოპერაციებისა და სწავლებების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას; ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლების დაგეგმვასა და კოორდინაციას. ასევე, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ პროექტების დაგეგმვასა და შესაძლებლობების კატალოგის შექმნასა და განახლებას; სამხედრო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების, ოპერატიული სამობილიზაციო და ბრძანებით განსაზღვრული მარაგების დაგეგმვასა და კოორდინაციას; სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ მიმართულებით სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს შეირაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს. ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების შესწავლას და მათ პრევენციას. ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადებას; ასევე, გარემოს დაცვის სფეროში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას;

ბ) ინფრასტრუქტურის დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, კომუნალური მომსახურების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვ), საოფისე-საყაზარმე ავეჯის დაგეგმვასა და კოორდინაციას. მონაწილეობს: ინფრასტრუქტურის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავებაში; ორგტექნიკის, სამეურნეო საქონლისა და საოფისე-საკანცელარიო ინვენტარის დაგეგმვასა და მონიტორინგში; უძრავი ქონების მართვის მიზნით შექმნილი შესაბამისი კომისიების მუშაობაში.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ძალაშია 2010 წლის 28 იანვრიდან

ბ. ახალაია