,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.014.128
  • Word
50
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
120.240.020.22.026.014.128
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.014.128

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება 50

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის    №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., N130, მუხლი 1155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და  უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო:

ა.ა) საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილება;

ა.ბ) დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;

ა.გ) საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო:

ბ.ა) ხარჯების განყოფილება;

ბ.ბ) სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია;

ბ.დ) ფულადი უზრუნველყოფის განყოფილება.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილება:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო პოლიტიკის შემუშავებას. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტების შედგენას, საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმარებას;

ა.ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველოს დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

ა.ა.ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

ა.ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ა.ა.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულებას სამინისტროს სისტემაში, ბუღალტრული აღრიცხვიანობის განმტკიცებას, ცენტრალიზებული წესით ანგარიშსწორებასა და ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

ბ. ახალაია