დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 27/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.014.123 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.026.014.123
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №45
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებით (სსმ III, 24.06.2009, №77წ., მუხ. 838) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო;
ბ) საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო;
გ) ადმინისტრაციული სამმართველო.“.
3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების, დაწინაურების და კარიერის დაგეგმვის განყოფილების, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭებისა და აღრიცხვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის დაგეგმვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას;
გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დათხოვნა, გათავისუფლება);
დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევის ღონისძიებების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ე) სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას;
ზ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას;
თ) პირადი შემადგენლობის შენარჩუნების ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას;
ი) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს;
ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელების კონტროლს;
ნ) ნატო-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალის კუთხით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს;
ო) პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზადებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის კოდების განსაზღვრას, მათი მინიჭებისა და აღრიცხვისათვის საჭირო პროცედურების მომზადებას.
2. საორგანიზაციო-საშტატო და დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო განყოფილების და დისლოკაციის აღრიცხვისა და შეიარაღების განსაზღვრის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის წინადადებების შემუშავებას;
ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამტკიცებლად;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირთან დასამტკიცებლად წარდგენის უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილი-ზაციო სისტემის ოპტიმიზაციაში და მობილიზებული რესურსებით საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
3. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილების, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილების და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას;
ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას;
გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავების, აღრიცხვაზე აყვანისა და შენახვის უზრუნველყოფას;
დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას;
ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად;
ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლს;
ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავება და დაზუსტება;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის და საორგანიზაციო სტრუქტურების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას;
ი) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; კ) ქვედანაყოფებიდან პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ სათანადო პერიოდული მოხსენებების მიღებასა და დამუშავებას;
ლ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას;
ნ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ო) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამ-სახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს;
პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას;
ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს;
რ) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებრივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები