,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
ძალაში შესვლის თარიღი 28/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.014.122
  • Word
44
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
010.320.010.22.026.014.122
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.014.122

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება 44

2010 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 14.01.2009, №4, მუხ.32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) საერთაშორისო სამართლისა და შესყიდვების ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ქვედანაყოფია ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამმართველო.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველო.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

  ბ. ახალაია