,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.119
  • Word
41
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
120.010.000.22.026.014.119
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.119

საქართველოს თავდაცვის

 მინისტრის ბრძანება №41

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., N87, მუხ. 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, დეპარტამენტის უფროსის, კურატორ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.   დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2.

  ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

 ბ. ახალაია