„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 27/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.014.117
  • Word
01/2010
27/01/2010
სსმ, 9, 27/01/2010
010.190.030.15.008.014.117
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის 49/2004 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.014.078

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1/2010

2010 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� №49/2004 დადგენილებაში (სსმ III, 06.07.2004წ., №67) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

ა) რეგლამენტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ� ქვეპუნქტი:

�ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი�;

ბ) რეგლამენტის მე-19 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პრიმ პუნქტი:

,,11. საარჩევნო პერიოდში ცესკოში განცხადების/საჩივრების მიღება და რეგისტრაცია ხორციელდება საქმისწარმოების დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 20 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი� ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი �გ. მჭედლიძე