დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 26/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.22.027.014.112 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.112
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №16
2010 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №158, მუხ. 1920) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას, ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები