“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”

  • Word
“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 26/01/2010
ძალაში შესვლის თარიღი 29/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.110
  • Word
13
25/01/2010
სსმ, 8, 26/01/2010
070.010.010.22.027.014.110
“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.110

საქართველოს იუსტიციის

 მინისტრის ბრძანება №13

2010 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბიუროს უფროსის ხელმოწერით მოწოდებული, აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ დამუშავებული, სახელმწიფო ბიუჯეტის და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშებზე გადარიცხული თანხების შესახებ ყოველთვიური მონაცემები მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე, გადაეცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილებას.“;

ბ) ინსტრუქციის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. აღსრულების საფასურის, ხარჯების და სხვა შემოსავლების აღრიცხვა, ხარჯების მიზნობრიობის კონტროლი, ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშების მართვა

1. აღმასრულებელი ვალდებულია აწარმოოს ანგარიში, ხოლო ბიუროს უფროსი და სამსახურის უფლება-მოსილი პირი ვალდებულნი არიან აკონტროლონ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული აღსრულების ხარჯები იმ საქმეებზე, რომელზეც კანონით გათვალისწინებულია ასეთი ხარჯები. აღსრულების ხარჯების სახეობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ანგარიშთან ერთად საქმეს თან ერთვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, რომელშიც ფიქსირდება შესაბამისი საქმის ნომერი, კრედიტორის დასახელება, მიღებული ან გაცემული თანხის ოდენობა მიღების/გაცემის თარიღის მითითებით, აგრეთვე თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ბიურო და სამსახურის უფლებამოსილი პირი აწარმოებენ ანგარიშს თითოეული სააღსრულებო წარმოების თანხების შესახებ. ბიუროს უფროსი, აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძ-ველზე, წარუდგენს სამსახურის უფლებამოსილ პირს კონკრეტულ წარმოებაზე ამოღებული თანხების, მათი დანიშნულების და ოდენობების გაანგარიშებას. ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელია ბიუროს უფროსის და სამსახურის უფლებამოსილი პირის ერთობლივი თანხმობა და ელექტრონული ან წერილობითი ფორმით დასტური.

4. ბიუროს ანგარიშზე შემოსული საფასურის და სხვა შემოსავლების აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მიმართვას, ასევე ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის (ანგარიშების) მართვას ახორციელებენ ბიუროს უფროსი და სამსახურის უფლებამოსილი პირი.“.

გ) ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:

     „მუხლი 152. ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით რიცხული თანხის შემტანისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების წარმოებაში მიღების პროცედურა

1. ბიუროს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს სახით რიცხული (შეტანილი) თანხის მისი შემტანისთვის დაბრუნება ხორციელდება აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარმოდგენის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულება არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოებას და შესაბამისად, მისი განხორციელებისთვის სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების (თანდართულ მასალასთან ერთად) რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალურ – გირაოს თანხის გირაოს შემტანისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების სარეგისტრაციო ჟურნალში, რომლის წარმოებაზეც ვრცელდება ამ ინსტრუქციიით, შემოსული დოკუმენტების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისთვის დადგენილი წესები და რეკვიზიტები, შესაბამისი თავისებურების გათვალისწინებით.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი