დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის მინიტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 25/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.027.014.108 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.108
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №12
2010 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის №717 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №89 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები