„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებებიდ წესის დამტკიცებიდ თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 25/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.014.107
  • Word
11
15/01/2010
სსმ, 7, 25/01/2010
010.320.030.22.038.014.107
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებებიდ წესის დამტკიცებიდ თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებებიდ წესის დამტკიცებიდ თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.038.014.107

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №11

2010 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ. 897) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სპეციალური წოდებები

1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესდება სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“.

2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უმცროსს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“;

 გ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. ბრძანების პროექტებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების ფურცელი – წარდგინება (დანართი №5) შესაბამისი ხელმოწერით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო.“;

დ) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:

„102. ბრძანების პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №6) შესაბამისი ხელმოწერებით“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის უშუალო უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო ავსებს სპეციალურ წარდგინებას (დანართი №6) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს.“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები მტკიცდება მინისტრის მიერ ამ წესის შესაბამისად (დანართები №2, №3, №4, №7).“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის. გამოყენების უფლება, გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5, მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.“.

6. წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი

2. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის გენერალ-მაიორი

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და მისი მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი და მრჩეველი (თარჯიმანი) – იუსტიციის მაიორი

6. გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი

7. მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის მაიორი

8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი.“.

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის  №6 და №7 დანართები:

                              „დანართი №6

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეც წოდება -------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 20----წ. „-----“ „ ------------------“ „ --------“ ბრძანების შესაბამისად

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეც. წოდების----------------------------------------------------------------------მისანიჭებლად

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

(დაკავებული თანამდებობა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

დაბადების წელი -----------------------------------------

განათლება --------------------------------------------------------------------------------------------

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------

მინიჭებული წოდება --------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნილია--------------------------------------------------------------

სამედიცინო კომისიის „-------“ „---------------------------------“

სამსახურისთვის -------------------------------------------------------------------------------------

(დასკვნის ფორმულირება)

ვადამდე წოდების მინიჭების საფუძველი--------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ნამსახურობის ნუსხა

როდიდან (თვე და წელი)   

როდემდე (თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

საქართველოს სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის მოადგილე:           ––––––––––––––––––––––––––––

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა

და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი:  ––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის

(დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის

სამმართველოს უფროსი:                ––––––––––––––––––––––––––––

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა

და პრობაციის ეროვნული სააგენტოს

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:     ––––––––––––––––––––––––––

დანართი 7

    პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. სააგენტოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი

2. სააგენტოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის მაიორი

4. მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი

5. უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები

1. ბიუროს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

2. ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

3. ბიუროს ოფიცერი – იუსტიციის კაპიტანი

4. სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 ხ. კალმახელიძე