დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 17 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებბეის შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 18/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.11.004.014.103 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.014.103
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №2
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 17 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1
„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 17 ნოემბრის №7 დადგენილებაში (სსმ III, 19.11.2009წ., №142, მუხ. 1656) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო“.
3. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების თანდართული წესი.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი“.
5. წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
2. ამ წესის მიზნებისათვის, ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ფიზიკური ცვეთის ან/და სხვა დაზიანების გამო მიმოქცევისთვის უვარგისი, ქარხნული წუნის მქონე და აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტები და მონეტები.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები