დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამასახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.027.014.101 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.101
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №10
2010 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით (სსმ III, 27.05.2009წ., №64, მუხ. 712) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV).“;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მოხელის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1).“;
დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები