დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.030.22.027.014.100 |
სახელმწიფო �სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.014.100
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №9
2010 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
�საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009 წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�9. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარმოდგენილი მოსამსახურის მიმართ დისციპლინიური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელმა პირმა აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.�;
ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 10.
ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.�.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები