“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”

  • Word
“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.095
  • Word
5
15/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
070.010.010.22.027.014.095
“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრსი 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.095

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №5

2010 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) ტერიტორიულ ორგანოში – სააღსრულებო ბიუროში (შემდგომში – ბიურო) საქმისწარმოების ორგანიზაციის სისტემას, ადგენს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვა-რეგისტრაციის, აღსრულების პროცესში მონაწილე მხარეების განცხადებებისა და საჩივრების მიღების და განხილვის, სააღსრულებო ფურცლების აღმასრულებლებზე განაწილების, აგრეთვე ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების წარმოების პროცედურას, სტატისტიკური ფორმების წარმოების პერიოდულობასა და საარქივო მასალების ჩაბარების წესს.“;

ბ) ინსტრუქციას დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 151. ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების წარმოების პროცედურა

1. იმ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების წარმოებისას, რომელიც გაცემულია ფულადი, უზრუნველყოფილი (სანივთო უზრუნველყოფა-იპოთეკა/გირავნობა) მოთხოვნის გადახდევინების შესახებ და არ არის დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი (მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ხარჯზე), აღსრულება თავდაპირველად მიექცევა მოთხოვნის სანივთო უზრუნველყოფის საგანზე, ხოლო ამ გზით მოთხოვნის არასრული დაკმაყოფილების შემთხვევაში, კრედიტორის დასაბუთებული მოთხოვნით, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებაზეც (თუ ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია მხარეთა მიერ შესაბამისი შეთანხმებით, რომლის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი სააღსრულებო წარმოების შემადგენელი დოკუმენტია) ისე, რომ ამისათვის დამატებითი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.“;

გ) ინსტრუქციას დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის 151 მუხლით გათვალისწინებული პროცედურით გაგრძელდეს იმ სააღსრულებო ფურცლების აღსრულება, რომლებზეც მიმდინარეობს წარმოება ამავე მუხლის ამოქმედების მომენტისთვის.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი