„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.014.091
  • Word
2
12/01/2010
სსმ, 5, 18/01/2010
040.030.000.22.023.014.091
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.014.091

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №2

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ. 418) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მეურნეობის ფარგლებში არსებული ტერიტორიის (105 ჰექტარი) მართვა.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების (მათ შორის, საიჯარო) გაფორმება სარგავი და სათესი მასალის მიწოდებაზე, აგრეთვე მათი ფასიანი მომსახურება.“;

გ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მიზნებისთვის ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამწვანების ან/და განაშენიანების ღონისძიებებისთვის სარგავი მასალის უსასყიდლოდ გაცემა.“;

დ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მეურნეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრს წარუდგენს მეურნეობის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას.“;

ვ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამეურნეო-ტექნიკური სამსახური.“;

ზ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამეურნეო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე, ტყის რესურსების განვითარება და ნერგების გამოყვანის უზრუნველყოფა;

ბ) მეურნეობის ტერიტორიაზე მეურნეობის ქონების დაცვა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე