“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 03/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 08/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.080
  • Word
03/2010
06/01/2010
სსმ, 2, 08/01/2010
010.190.020.15.008.014.080
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2005

2005 წლის 1 აგვისტო

საქართველოს პარლამენტის 2005 წლის პირველი ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატთა შერჩევის ვადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების 3-3 წევრის არჩევისათვის საჭირო საბუთების მიღების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) არა უადრეს 2005 წლის 3 აგვისტოსი: საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა საბუთების მიღების დაწყება.

ბ) არა უგვიანეს 2005 წლის 8 აგვისტოს 18 საათისა: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა საბუთების წარდგენის ბოლო ვადა.

��� მუხლი 2.

1. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

ა.ბ) განათლება;

ა.გ) სპეციალობა;

ა.დ) სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

ა.ე) იმ საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, რომლის წევრობაც სურს კანდიდატს (ერთიდაიგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტი);

ა.ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად);

ა.ზ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ა.თ) განმცხადებლის ორი ფოტოსურათი (ფოტოასლი);

ა.ი) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

ა.კ) განმცხადებლის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);

2. განმცხადებელი საოლქო საარჩევნო კომისიას საბუთებს წარუდგენს პირადად.

3. თუ საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმავე დღეს აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს შეუსაბამობის მითითებით.

4. განმცხადებელი დაუბრუნებს შესწორებულ დოკუმენტაციას კომისიას ცნობის მიღების მომდევნო დღეს, მაგრამ არა უგვიანეს 9 აგვისტოს 18 საათისა.

��� მუხლი 3.

საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 11 აგვისტოს ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ საბუთებს.

��� მუხლი 4.

არაუადრეს 12 აგვისტოსი და არა უგვიანეს 16 აგვისტოსი საოლქო საარჩევნო კომისიები ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

��� მუხლი 5.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 6.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილე ა. ღონღაძე

კომისიის მდივანიგ. ჩალაგაშვილი