“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 “საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 “საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 2/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 08/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.079
  • Word
2/2010
06/01/2010
სსმ, 2, 08/01/2010
010.190.020.15.008.014.079
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 “საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.079

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2010

2010 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� №7/2005 დადგენილებაში (სსმ III, 10.08.2005წ., №93) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის �დ� ქვეპუნქტი:

�დ) კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.�;

ბ) რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.�;

გ) რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.�;

დ) რეგლამენტის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პრიმ პუნქტი:

�11. საარჩევნო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი 10 საათიდან 20 საათამდე.�;

ე) რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�7. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).�;

ვ) რეგლამენტის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

�14. საარჩევნო პერიოდში ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება ყოველი დღის 20 საათზე.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი ������� �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივნის მოვალეობის

შემსრულებელი�������� გ. მჭედლიძე