დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/2010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 08/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.030.15.008.014.078 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.014.078
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №1/2010
2010 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� №49/2004 დადგენილებაში (სსმ III, 06.07.2004წ., №67) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:
ა) რეგლამენტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ� ქვეპუნქტი:
�ვ) ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი�;
ბ) რეგლამენტის მე-19 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პრიმ პუნქტი:
,,11. საარჩევნო პერიოდში ცესკოში განცხადების/საჩივრების მიღება და რეგისტრაცია ხორციელდება საქმისწარმოების დეპარტამენტში სამუშაო დღის 10 საათიდან 20 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი� ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივნის������� მოვალეობის შემსრულებელი �გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები