,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 949
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.073
  • Word
949
31/12/2009
სსმ, 1, 04/01/2010
190.040.000.22.033.014.073
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.073

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №949

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07წ., №169, მუხლი 1875) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო  

იძულებითი ღონისძიებების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;

ე) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;

ვ) განიხილავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ინსპექციის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;

ზ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ი) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი