,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 951
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.014.072
  • Word
951
31/12/2009
სსმ, 1, 04/01/2010
010.320.040.22.033.014.072
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 10.320.040.22.033.014.072

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №951

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებით (სსმ III, 21.04.09 წ., №48, მუხლი 547) დამტკიცებული დანართი №2-ის მე-13 პუნქტის 13.1 და 13.2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი

 სამსახურის უფროსის აპარატი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტი

 მომსახურების დეპარტამენტი

 მეთოდოლოგიის დეპარტამენტი

 საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი

 ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი

 ადმინისტრირების დეპარტამენტი.

13.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები:

დასახელება ––––––––––––––––––––––––––––

 მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

 გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/იძულებითი ღონისძიებების სამმართველო

 იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო;

 საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციისა და საბაჟო კონტროლის სამმართველო

 ადმინისტრაცია

 საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/გორის საგადასახადო ინსპექცია)

 საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება

 საბაჟო გამშვები პუნქტი

 საბაჟო საგუშაგო.

 აუდიტის დეპარტამენტი:

 ადმინისტრაცია

 გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო

 საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო

 კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი