„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 449/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.070
  • Word
449/ნ
31/12/2009
სსმ, 160, 31/12/2009
470.230.000.22.035.014.070
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.070

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №449/ნ

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.02.2009, №20, მუხ. 254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის მოწესრიგების მიზნით“.       

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:

„12. 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 28 სექტემბრამდე ამ მუხლის 11 პუნქტი გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებზეც მითითებულ პერიოდში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებად გაიცა „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ა. კვიტაშვილი