„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.067
  • Word
963
31/12/2009
სსმ, 160, 31/12/2009
200.250.000.22.033.014.067
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.067

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №963

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005 წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი-ლებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის:

ა) მე-3 მუხლის 165 და 166 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„165. საგადასახადო შემოწმების მასალებზე საჩივრის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე ფორმირდება ახალი შეტყობინება (საგადასახადო ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში) და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვის შესახებ ჩანაწერი შეიტანება საჩივრის განხილვის საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადების და სანქციების თანხებზე არ გამოიყენება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები 20 კალენდარული დღის განმავლობაში;

166. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ან სასამართლო ორგანოების განხილვის შედეგად არ იქნა დაკმაყოფილებული გადამხდელის საჩივარი, მოცემული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით. ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის თითოეული დღისათვის, დაწყებული საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან.“.

ბ) მე-4 მუხლის 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გადასახადის გადამხდელის/ვალდებული პირის საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება/დავალიანება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საგადახდო დავა-ლების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება/დავალიანება (გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა) უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის (გარდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა) ადგილსამყოფელის ან საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, ერთი საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნისა და მისი მეორე საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) დადგომის შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სრულ დასახელებას;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ) საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნის თარიღს;

დ) საგადასახადო ორგანოს დასახელებას, სადაც გადადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი.“.

დ) მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ორგანო აუცილებელი წესით აფორმებს გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტს (გარდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), მიმდინარე წლის დასაწყისიდან, საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნის თარიღამდე პერიოდისათვის, რისთვისაც უნდა გატარდეს შემდეგი პროცედურები:

ა) შედარების აქტი ამოიბეჭდება სამ ეგზემპლარად: ერთი ეგზემპლარი ინახება გადამხდელთან, მეორე – საგადასახადო ორგანოში, სადაც მოხდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარება, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება ახალ, საგადასახადო აღრიცხვის ადგილმდებარეობის (იურიდიული მისამართის) მიხედვით საგადასახადო ორგანოს;

ბ) შედარების აქტს ხელს აწერს გადამხდელი და მომსახურების/გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსი და ამის შემდეგ იგზავნება სათანადო მასალები შემოსავლების სამსახურში გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. გპაბის ელექტრონული ვერსია ავტომატურად გადავა, როგორც კი მიეთითება მისი გადასვლის შესახებ გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროგრამაში;

გ) საგადასახადო ორგანო, საიდანაც გადადის გადასახადის გადამხდელი, მისი ახალი ადგილმდებარეობის (იურიდიული მისამართის) მიხედვით საგადასახადო ორგანოს უგზავნის წერილს შედარების აქტთან ერთად. წერილს ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს უფროსი, რომელიც უნდა დამოწმდეს საგადასახადო ორგანოს ბეჭდით;

დ) გადასახადის გადამხდელის ახალი ადგილმდებარეობის (იურიდიული მისამართის) მიხედვით საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს არსებული დავალიანებების ბიუჯეტში ამოღებას და სხვა მიმდინარე ოპერაციებს დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან მეორეში გადასვლის შემდეგ ამ გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი საგადასახადო ორგანოს ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე გადასახადების ჩარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული თანხები გადაიტანება სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით ახალი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე;

ვ) გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ადგილსამყოფლის ან საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლის შესახებ, ამ პირის ახალი ადგილსამყოფლის ან საქმიანობის განხორციელების (იურიდიული მისამართის) მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოსათვის სათანადო დოკუმენტები (შედარების აქტი, პირადი აღრიცხვის ბარათები) გადაცემულ უნდა იქნეს გადამხდელის/საგადასახადო აგენტის გადაყვანიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია დაუდასტუროს დოკუმენტაციის გამგზავნ საგადასახადო ორგანოს აღნიშნული დოკუმენტების მიღების შესახებ. დაუშვებელია შედარების აქტის გაფორმების გარეშე (გარდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთი საგადასახადო ორგანოდან მეორეში გადაყვანა.“.

ე) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირების საგადა-სახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შეცვლის შემთხვევაში გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი ფორმდება ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიერ იმ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, სადაც პირი ადრე იმყოფებოდა აღრიცხვაზე.“.

ვ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში ფორმდება შედარების აქტი და რეორ-განიზებული გადამხდელის ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლად შექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). რეორგანიზებული გადამხდე-ლის გპაბ-ზე ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში – აღნიშნული ზედმეტობა უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) გპაბ-ზე მოქმედებს სალდოს გადატანის თარიღიდან. ამასთან, უფლებამონაცვლე ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს რეორგანიზებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები და გადაიხადოს ყველა გადასახადი, სანქცია ან/და საურავი, რომლებიც წარმოშობილი იყო რეორგანიზაციამდე. რეორგანიზებული პირის რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, ნარჩენი ან ზედმეტობა განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად.“.

ზ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამონაცვლე ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება სხვა რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ორგანოში, რეორგანიზებული გადამხდელის გპაბ-ის დახურვა, ანგარიშგების სალდოს, ნარჩენის (ზედმეტობის) გამოყვანა და მისი გაგზავნა წარმოებს გადამხდელის ერთი საგადასახადო ორგანოდან აღრიცხვიდან (რეგისტრაციიდან) მოხსნისა და მეორე საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) გადასვლის წესის შესაბამისად.“.

თ) ინსტრუქციას დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 111. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობებში

1. ამ მუხლით განსაზღვრული გპაბ-ის წარმოების წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII1 თავის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობებში გპაბ-ზე გადასატარებელი ოპერაციების თანმიმდევრობას.

2. გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პროცესში, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება ამ ინსტრუქციის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობები.

3. საგადასახადო შეთანხმება ფორმდება, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ჯამური (საგადასახადო სანქციების ჩათვლით) ოდენობა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს და არ არის აღიარებული გადამხდელის მიერ.

4. საგადასახადო შეთანხმება ფორმდება:

ა) გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციების თანხების შემცირების მიზნით;

ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების თანხების განსაზღვრის მიზნით.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია განცხადება არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, იგი არ უნდა იქნეს განხილული როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრული სათანადო ინფორმაცია და, შესაბამისად, გპაბ-ზე არ უნდა განხორციელდეს დარიცხვის ოპერაცია.

6. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომლის შესაბამისად განისაზღვრება გადამხდელის მიერ გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და მისი გადახდის ვადა.

7. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადამხდელის მიერ აღიარებულად და დაუშვებელია აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის გზით. ასევე დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა, გარდა გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა.

მაგალითი:

შპს „ელიტას“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება 25200 ლარის (ძირითადი და საგადასახადო სანქცია) ოდენობით, რაზედაც საგადასახადო ორგანოსთან 2009 წლის 1 აპრილისათვის გააფორმა საგადასახადო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 10 აპრილით.

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შპს „ელიტამ“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაცია, რომლითაც შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება ნაცვლად 25200 ლარისა განსაზღვრა 20200 ლარის ოდენობით, ანუ 5000 ლარით ნაკლები. 20200 ლარის გადახდა შპს „ელიტამ“ მოახდინა 2009 წლის 20 აპრილს.

ასეთ შემთხვევაში შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრულ, მაგრამ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებაზე – 5000 ლარზე დაერიცხება 0.5 პროცენტი, დაწყებული 2009 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით პერიოდზე, თანხით 500 ლარის ოდენობით.

(5000 X 0.5% X 20 დღე) : 100 = 500 ლარი.

8. საგადასახადო შეთანხმების აქტით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადამხდელმა უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული (როგორც ძირითად, ისე საგადასახადო სანქციის ნაწილში), მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0.5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტს;

მაგალითი „ა“:

შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით   2009 წლის 1 აგვისტომდე დაეკისრა 25200 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა, ფაქტობრივად მან აღნიშნულ ვადაში გადაიხადა მხოლოდ 20200 ლარი, ანუ 5000 ლარით ნაკლები, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. დარჩენილი 5000 ლარის გადახდა გადამხდელმა მოახდინა 2009 წლის 15 ოქტომბერს.

ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გადაუხდელ 5000 ლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 პროცენტი, მაგრამ პირობის თანახმად, პროცენტის სახით დარიცხული თანხა არ უნდა იყოს საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების თანხის, 25200 ლარის, 10 პროცენტზე მეტი, ანუ 2520 ლარზე მეტი (25200 X 10%) : 100 = 2520 ლარი;

ამდენად, შპს „ელიტის“ მიერ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებ-ლობისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდება 1900 ლარი

(5000 X 0.5% X 76 დღე) : 100 = 1900 ლარი;

მაგალითი „ბ“:

პირობები იგივეა, რაც „ა“ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ შპს „ელიტამ“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი საგადასახადო ვალდებულება ნაცვლად 2009 წლის 15 ოქტომბრისა, შეასრულა 2009 წლის 15 დეკემბერს.

ამ შემთხვევაში შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების – 5000 ლარის დაგვიანებით გადახდისათვის ბიუჯეტში გადასახდელად გამოუანგარიშდება

(5000 X 0.5% X 137 დღე) : 100 = 3425 ლარი;

აღნიშნული თანხა (3425 ლარი) აღემატება 25200 ლარის 10 პროცენტს, ამიტომ შპს „ელიტას“ შეუს-რულებელი საგადასახადო ვალდებულებისათვის არ შეიძლება დაეკისროს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის, 25200 ლარის, 10 პროცენტზე მეტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ელიტას“ ბიუჯეტში გადასახდელად უნდა დაერიცხოს 2520 ლარი;

(25200 X 10%) : 100 = 2520 ლარი.

10. თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებაში გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას, ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე უფლებამოსილია მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გპაბ-ზე შესაბამისი გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე, რისთვისაც პირადი აღრიცხვის შესაბამის ბარათებზე გატარდება შემდეგი ოპერაციები:

ა) მე-6, მე-13 და მე-20 გრაფებში – „გადახდილია ბიუჯეტში“ – მიეთითება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების ოდენობა;

ბ) მე-5, მე-12 და მე-20 გრაფებში – „შემცირებულია“ – განხორციელდება კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების იმ ნაწილის შემცირების ოპერაცია, რომლის შემცირებაც გათვალისწინებული იყო საგადასახადო შეთანხმებით;

მაგალითი:

შპს „ელიტამ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, 2009 წლის 1 დე-კემბრისათვის, გადაიხადა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული 25200 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აღიარებული საგადასახადო ვალდებულება კი შეადგენს 30200 ლარს, ანუ 5000 ლარით მეტს.

ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების ნაწილის 5000 ლარით შემცირების შესახებ, რომლის შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება შემდეგი სახის ჩანაწერები:

ა) გადახდილია საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და თანხა – 16800 ლარი აისახება მე-6 გრაფაში – „გადახდილია ბიუჯეტში“;

ბ) შემცირებულია საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი კუთვნილი ვალდებულების ნაწილი და თანხა – 5000 ლარი აისახება მე-5 გრაფაში – „შემცირებულია“.

11. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან შემოწმების დასრულებამდე, არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობის გაცხადების შემთხვევაში, შემოსვლების სამსახური, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებამოსილია საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვროს შესაბამის პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის სახეების მიხედვით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და საგადასახადო შეთანხმებით გათვა-ლისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გპაბ-ზე დარიცხვა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და გპაბ-ზე გატარდება შემდეგი ოპერაციები:

ა) მე-6 გრაფაში – „გადახდილია ბიუჯეტში“ – მიეთითება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული და ბიუჯეტში გადახდილი არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა;

ბ) მე-4 გრაფაში – „დარიცხულია“ – განხორციელდება საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი და ბიუჯეტში გადახდილი არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ტოლი თანხის (გრ.6) დარიცხვის ოპერაცია;

მაგალითი:

შპს „ელიტის“ მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ საგადასახადო ორგანოში გაცხადებულ იქნა ჯერ კიდევ მასთან შემოწმების ჩატარებამდე და მიუთითა, რომ მისი ჯამური ოდენობა შეადგენს 16800 ლარს, რაზედაც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის შესაბამისად, მისი დაფარვის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 1 აპრილით.

შპს „ელიტამ“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დათქმულ ვადაში, 2009 წლის 1 აპრილს.

ასეთ შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარდება შემდეგი ოპერაციები:

ა. გადახდილია არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო შეთანხმებით და თანხა – 16800 ლარი აისახება მე-6 გრაფაში – „გადახდილია ბიუჯეტში“;

ბ. დარიცხულია არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო შეთანხმებით და თანხა – 16800 ლარი აისახება მე-4 გრაფაში – „დარიცხულია“;

ი) მე-15 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს ევალება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადაში შეასრულოს მასზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება.

ი.ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და გადასარიცხი თანხის ოდენობა, აგრეთვე ის საბანკო ანგარიშები, საიდანაც უნდა განხორციელდეს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა და გადასარიცხი თანხის ოდენობა.“.

2. ინსტრუქციის დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 კ. ბაინდურაშვილი

 

დანართი 4

გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციის შინაარსის ჩანაწერების ტიპური ჩამონათვალი

დაერიცხა

შეუმცირდა

არ ერიცხება

აქტით

აქტით

აქტით

დეკლარაციით

დეკლარაციით

დეკლარაციით

დეკლარაციით იანვარი

დეკლარაციით იანვარი

დეკლარაციით იანვარი

დეკლარაციით თებერვალი

დეკლარაციით თებერვალი

დეკლარაციით თებერვალი

დეკლარაციით მარტი

დეკლარაციით მარტი

დეკლარაციით მარტი

დეკლარაციით აპრილი

დეკლარაციით აპრილი

დეკლარაციით აპრილი

დეკლარაციით მაისი

დეკლარაციით მაისი

დეკლარაციით მაისი

დეკლარაციით ივნისი

დეკლარაციით ივნისი

დეკლარაციით ივნისი

დეკლარაციით ივლისი

დეკლარაციით ივლისი

დეკლარაციით ივლისი

დეკლარაციით აგვისტო

დეკლარაციით აგვისტო

დეკლარაციით აგვისტო

დეკლარაციით სექტემბერი

დეკლარაციით სექტემბერი

დეკლარაციით სექტემბერი

დეკლარაციით ოქტომბერი

დეკლარაციით ოქტომბერი

დეკლარაციით ოქტომბერი

დეკლარაციით ნოემბერი

დეკლარაციით ნოემბერი

დეკლარაციით ნოემბერი

დეკლარაციით დეკემბერი

დეკლარაციით დეკემბერი

დეკლარაციით დეკემბერი

დეკლარაციით I კვარტ.

დეკლარაციით I კვარტ.

დეკლარაციით I კვარტ.

დეკლარაციით II კვარტ.

დეკლარაციით II კვარტ.

დეკლარაციით II კვარტ.

დეკლარაციით III კვარტ.

დეკლარაციით III კვარტ.

დეკლარაციით III კვარტ.

დეკლარაციით IV კვარტ.

დეკლარაციით IV კვარტ.

დეკლარაციით IV კვარტ.

დეკლარაციით წლიური

დეკლარაციით წლიური

დეკლარაციით წლიური

კამერალური შემოწმებით

კამერალური შემოწმებით

დასკვნით

ძირითადი ნარჩენის გადმოტანა სხვა ბარათიდან

ძირით. ნარჩენის გადატ. სხვ. ბარათზე

წლიური დეკლარაციით I საავანსო

დასკვნით

დასკვნით

წლიური დეკლარაციით II საავანსო

წერილით

წერილით

წლიური დეკლარაციით III საავანსო

სასამართლოს გადაწყვეტილებით

სასამართლოს გადაწყვეტილებით

წლიური დეკლარაციით IV საავანსო

წლიური დეკლარაციით საავანსო

წლიური დეკლარაციით საავანსო

 

წლიური დეკლარაციით I საავანსო

წლიური დეკლარაციით I საავანსო

 

წლიური დეკლარაციით II საავანსო

წლიური დეკლარაციით II საავანსო

 

წლიური დეკლარაციით III საავანსო

წლიური დეკლარაციით III საავანსო

 

წლიური დეკლარაციით IV საავანსო

წლიური დეკლარაციით IV საავანსო

 

რესტრუქტურიზებული ნარჩენის აღდგენა

რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი

 

გაკოტრების საქმის საფუძველზე

გაკოტრების საქმის საფუძველზე

 

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

 

- ა/ფ შეჩერება

- ა/ფ აღდგენა

 

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარათიდან

 

სავარაუდო

სავარაუდო

 

გრანტი

გრანტი

 

არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო შეთანხმებით

საგადასახადო შეთანხმებით

 

 

 

 

დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის   3%-იანი განრიგით

 

 

კამერალური შემოწმებით საბაჟო შეტყობინება №

 

 

საბაჟო შეტყობინებით №

 

 

 

 

 

გადახდილია

დაბრუნებულია

 

საგადასახადო დავალებით

სხვა გადასახადში

 

დასკვნით

სხვა ინსპექციაში

 

საინკასო დავალებით

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

 

ნაწილობრივ

დასკვნით

 

დავალების გარეშე

 

 

გადმოტანილია სხვა გადასახადიდან

 

 

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარათიდან

 

 

 

 

 

დაერიცხა ფინანსური სანქცია

შეუმცირდა ფინანსური სანქცია

 

აქტით

აქტით

 

დასკვნით

დასკვნით

 

დაგვიანებისთვის

გადაწყვეტილებით

 

ფინ. სანქც. ნარჩ. გადმოტ. სხვა ბარათიდან

რესტრუქტურიზებულია ფინ. სანქცია

 

(ჯარიმა)

 

 

რესტრუქტურიზებული სანქციის აღდგენა

 

 

სარგებელი

 

 

 

 

 

დაერიცხა საურავი

შეუმცირდა საურავი

 

აქტით

წერილით

 

დასკვნით

აქტით

 

საურავის გადმოტანა სხვა ბარათიდან

დასკვნით

 

რესტრუქტურიზებული საურავის აღდგენა

საურავის გადატანა სხვა ბარათზე

 

 

რესტრუქტურიზებულია საურავი

 

 

შემცირებულია საურავი ზედმ. ხარჯზე

 

გადახდილია ფინანსური სანქცია

 

 

ფინ. სანქც.ზედმეტ.გადმოტ სხვა ბარათიდან

 

 

გადავადებული თანხის დარიცხვა

 

 

№627 ბრძანებით

 

 

ჩაეთვალა

 

 

ფინ/სამინისტ.

 

 

წერილით

 

 

ძირითადი ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

 

 

ფინანსური სანქციის ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

 

 

საურავი წლის დასაწყისისათვის

 

 

ძირითადი მეტობა წლის დასაწყისისათვის

 

 

ფინანსური სანქციის მეტობა წლის დასაწყისისათვის

 

 

გადავადებულია

 

 

გადავადებულია საურავი

 

 

გადახდილია საურავი

 

 

უკან დაბრუნებულია ფინანსური სანქცია