დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 961 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 31/12/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.22.033.014.064 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.033.014.064
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 961
2009 წელი 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
“უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N38 ბრძანების (სსმ, 2009 წ., III ნაწილი, N11, მუხლი 129) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის” (დანართი N1) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა გზითაა (საზღვაო ან სხვა) შემოტანილი აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გამოიყენება სამი სხვადასხვა ფერის (ცისფერი, წითელი და მწვანე) სტიკერი ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით (დანართი N2).
4. ცისფერი სტიკერი გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მიზნით.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები