დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 21/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.020.050.10.003.000.522 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის შესახებ
1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილიდამდე საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული სამამულო საქონლის რეიმპორტის რეჟიმის პირობების შესაბამისად უკან შემოტანისას ექსპორტიორი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება განხორციელდეს აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადრე გამოცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატზე ამ ორგანოს მიერ სათანადო ბეჭდის დასმით;
ბ) საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოებს ზემოაღნიშნული საქონლის ექსპორტის დროს გაცემულ წარმოშობის სარტიფიკატთან ერთად წარედგინოს საქონლის თანმხლები დოკუმენტები (კონტრაქტი, ინვოისი და შემოტანის და გატანის დროს გამოწერილი სატრანსპორტო ზედდებული).
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები