დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 962 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 31/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.014.063 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.063
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №962
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მოწმობისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შენახვა
საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობისა და TIR წიგნაკის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე – ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და 81 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა და TIR წიგნაკის ფურცლები (თეთრი და მწვანე) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან (საბაჟო საგუშაგოებიდან), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებიდან, სისტემატიზირებული სახით კონტროლზე აყვანიდან და კონტროლიდან მოხსნიდან 7 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) გადაგზავნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა. მოწმობაში და სისტემის მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის მოწმობასთან ერთად იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები