დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 923 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.014.053 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.053
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №923
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
აღნიშნული მოწმობით ხორციელდება:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული ან გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე გადაადგილების 20-დღიანი ვადის (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობებისას – დასაწყობების ფაქტობრივი ვადის დამატებით) კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვადის ფარგლებში არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ამ ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
დ) საბაჟო საზღვრის გადმომკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, თუ მათზე საბაჟო დამუშავების ოპერაცია არ ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო საგუშაგოზე;
ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის გადაადგილებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას;
ზ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებიდან საქონლის ნაწილის გადმოტვირთვის ან საქონლის დამატებით დატვირთვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებში დარჩენილი ან დამატებული და გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ სხვა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით შემოტანილი საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი პირადი ნივთების კონტროლი და აღრიცხვა. თუ შეუძლებელია საქონლის იდენტიფიკაცია, მაშინ მასზე განხორციელდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო საშუალებების ნიშანდება;
კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ლ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
მ) თავისუფალ ზონაში შესატანი უცხოური ან/და საქართველოს საქონლის, ან თავისუფალი ზონიდან გასატანი უცხოური საქონლის გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ნ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონელის კონტროლი, რომელიც გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ უბაჟო ვაჭრობის პუნქტში.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე.“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი:
,,გ.ვ) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის“ წარდგენა. ამ შემთხვევაში მოწმობის ,,I“ გრაფის განყოფილებაში ,,შენიშვნა“ საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება განაცხადის რეგისტრაციის ნომერი.“.
4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიეთითება ექვსციფრა კოდი ,,სამართალდარღვევათა კლასიფიკატორის“ (დანართი №3) მიხედვით და შემდეგ მიეთითება სამართალდარღვევის ოქმის ნომერი (სერიის მითითების გარეშე). ექვსციფრა კოდი და სამართალდარღვევის ოქმის ნომერი ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა. საბაჟო ორგანოს მოხელე ახდენს მოწმობაში მითითებული ჩანაწერის ელექტრონულად რეგისტრაციას არასრული დახურვის მეშვეობით. სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო ვალდებულების შესრულებისას საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია ელექტრონულად დახუროს მოწმობა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები