,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 912
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.045
  • Word
912
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
190.040.000.22.033.014.045
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №912

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშო-ბებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №106, მუხ. 1188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონა-წილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორ-მების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს ,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამა-შობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ

    მუხლი 1. მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, აზარ-ტული და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა ტოტალიზატორისა) მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ლეგალიზაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესს.

2. ლეგალიზაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ლატა-რიის  და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით.

3. ექსპერტიზა – განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების იდენტურობის დადგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) (სამინისტროსთან) შეთანხმებულ ნიმუშთან.

4. უტილიზაცია – განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს (სამინისტროს) მიერ.

5. ექსპერტი (სპეციალისტი) – სააგენტოს ან სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს თანამ-შრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან და ამ ინსტრუქციიდან გამომდინარე ასრულებს ლეგალიზაციას და ექსპერტიზა-უტილიზაციას.

    მუხლი 2. ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპები:

ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპებია:

ა) სავალდებულო ლეგალიზაცია;

ბ) სავალდებულო დალუქვა;

გ) საუტილიზაციო დოკუმენტების (ამანათების) მიღება;

დ) საუტილიზაციო დოკუმენტების ექსპერტიზა;

ე) საუტილიზაციო დოკუმენტების უტილიზაცია.

    მუხლი 3. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესი

1. სამინისტრო ლეგალიზაციას უტარებს ლატარიის ბილეთებს და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

2. სამინისტრო განსაზღვრავს ლეგალიზაციისათვის საჭირო დამცავი ნიშნების ტიპებს (პოლიგრაფიული, მექანიკური) და ნუსხას.

3. სამინისტრო „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობებში (გარდა ტოტალიზატორისა) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული საშუალებით მოწყობილი თამაშობების ინტერნეტ-ბარათების) ლეგალიზაციას ახორციელებს შემკვეთის განცხადების საფუძველზე.

4. შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს სალეგალიზაციო დოკუმენტებთან დაკავშირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მისი არარსებობის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების) ქსეროასლი მისი პოლიგრაფიული შესრულების შესახებ (გამოწერილი შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ) და სამინისტროსთან შეთანხმებული სალეგალიზაციო დოკუმენტის ნიმუში. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საზღვარგარეთ დამზადების შემთხვევაში შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს  საბაჟო დეკლარაციის ასლი.

5. სამინისტრო განსაზღვრავს ლატარიის ბილეთებზე და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწი-ლეობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე სალეგალიზაციო დამცავი ნიშნების ტიპის შერჩევას და მონაცვლეობას.

6. ლატარიის ბილეთი ან მომგებიან თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვ-ლება არალეგალიზებულად, თუ მასზე არ არის აღნიშნული სამინისტროს მიერ დასმული დამცავი ნიშანი ან არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

7. იმ შემთხვევაში, თუ თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი სახის ან ფორმის გამო (ხუფები, სტიკერები, ჟეტონები, ეტიკეტები და სხვა) შეუძლებელია სალეგალიზაციო დამცავი ნიშნის დასმა, სამინისტრო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონტროლო გადათვლის გზით, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.

8. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის შემდეგ დგება სათანადო აქტი (დანართი №2), რომელიც ადასტურებს აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზაციის ფაქტს.

    მუხლი 4. სავალდებულო დალუქვა

1. სავალდებულო დალუქვა – იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის გათამაშებამდე არ მოხერხდა ყველა ბილეთის რეალიზაცია, ორგანიზატორის მიერ იქმნება დამლუქავი კომისია, სადაც მივლინებული იქნება სამინისტროს წარმომადგენელი (დამლუქავი კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის სტატუსით), რომელმაც უნდა აღრიცხოს და დალუქოს გათამაშებამდე ერთი დღით ადრე რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთები, გარდა სპეციალური ტექნოლოგიით აღჭურვილი ლატარიისა.

2. სხვა შემთხვევაში განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ბილეთების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების დალუქვა ხდება შემკვეთის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სააგენტო (სამინისტრო) ორგანიზაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს დალუქვის დროს).

3. განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების დალუქვა ითვალისწინებს შემკვეთის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საუტილიზაციო დოკუმენტების აღრიცხვას, რაზეც ივსება უწყისი (დანართი №1) ორ ეგზემპლარად შემკვეთის ხელმოწერებით და თავსდება დალუქულ ამანათში (ტომარაში).

4. აღრიცხული საუტილიზაციო დოკუმენტები ილუქება სააგენტოს (სამინისტროს) ბეჭდით და ფორმდება შესაბამისი ოქმი ორ ეგზემპლარად კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით, რომლის ერთი პირი რჩება სააგენტოს (სამინისტროს).

    მუხლი 5. საუტილიზაციო დოკუმენტების მიღების და შენახვის წესი

1. საუტილიზაციო დოკუმენტები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში – ,,ამანათი“) მინისტრის (სააგენტოს გენერალური დირექტორის) ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დანიშნულ საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ამანათი (ტომარა) ილუქება გამომგზავნის ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ დამლუქავ კომისიაში მივლინებულია სააგენტოს (სამინისტროს) თანამშრომელი, მაშინ საუტილიზაციო დოკუმენტები უნდა იყოს დალუქული სააგენტოს (სამინისტროს) ბეჭდით.

2. ამანათს თან უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად შევსებული უწყისი (დანართი №1).

3. ამანათებში მოთავსებული საუტილიზაციო დოკუმენტები დალაგებული უნდა იყოს ას ცალად და ათას ცალად, რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამთვლელის ხელის მოწერა.

4. საუტილიზაციო დოკუმენტების წარმომდგენმა პირმა სააგენტოს (სამინისტროს) უნდა წარუდგინოს გათამაშების ცხრილები და საუტილიზაციო დოკუმენტების გაუქმების მიზეზი. (წარმოადგინოს აქტი თითოეულ საუტილიზაციო დოკუმენტზე თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მათი გაუქმება).

5. იმ შემთხვევაში თუ შემკვეთს, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ შეუძლია საუტილიზაციო დოკუ-მენტების ჩაბარება სააგენტოში (სამინისტროში) (მინის ტარაზე მიკრული ეტიკეტები, თავსახურები, დოკუმენტების ძალიან დიდი რაოდენობა ან სხვა) სააგენტოს (სამინისტროს) შეუძლია შექმნას გასვლითი საუტილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისია უტილიზაციას განახორციელებს შემკვეთის შენობაში ან მის ტერიტორიაზე, რაზეც ორ ეგზემპლარად დგება აქტი საუტილიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით.

6. საუტილიზაციო დოკუმენტები ბარდება ექსპერტიზის ჩასატარებლად დანართი №1-ით დადგენილი ფორმით. ლატარიის ბილეთები, მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები გაყალბების თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს ლეგალიზებული.

7. ფოსტის ან მსგავსი საშუალებებით (შემდგომში – გადამზიდველი) გამოგზავნილი ამანათების მიღება ევალება საცავზე პასუხისმგებელ პირს. ამანათის მისაღებად ის ვალდებულია შეამოწმოს თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შემოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვევო შეფასება.

8. თუ ამანათის შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურც-ლობრივი გადათვლით მოწმდება საცავზე პასუხისმგებელი პირის და ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართულ უწყისის (დანართი №1) მონაცემებს. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნაზე და მასში მოთავსებული საუტილიზაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და გადამზიდველის წარმომადგენელი. ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციის და სააგენტოს (სამინისტროს) ბეჭდებით, აქტის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, ხოლო მეორე რჩება ორგანიზაციაში.

9. თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა საუტილიზაციო დოკუმენტების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება ოქმი სამ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, მეორე რჩება ორგანიზაციაში, ხოლო მესამე ეგზავნება გამომგზავნ დაწესებულებას გადამზიდველისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავზე პასუხიმგებელი პირი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას ,,მიღებულია ოქმით“, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტობრივი არსებული საუტილიზაციო დოკუმენტების ოდენობით.

10. სააგენტოში (სამინისტროში) მოტანილი საუტილიზაციო დოკუმენტებიანი ამანათები უნდა ჩაბარდეს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რაზეც იგი გასცემს შესაბამის ცნობას (დანართი №3 და დანართი №6). ცნობაში აღინიშნება, რომ ამანათში მოთავსებული საუტილიზაციო დოკუმენტები მიღებულია ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

11. სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიღებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირი რიგითობის დაცვით ატარებს ჟურნალში (დანართი №4).

12. საუტილიზაციო დოკუმენტების მიღების დამადასტურებელი ცნობის ყუაზე დაისმება რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაიწერება ჟურნალში.

13. ყოველ ამანათზე უნდა გაკეთდეს წარწერა იმ რიგითი ნომრების მიხედვით, რომელიც გატარებუ-ლია ჟურნალში, რის შემდეგაც ამანათი უნდა მოთავსდეს საცავში ან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცეს ექსპერტს.

14. ამანათები შესამოწმებლად გადაცემამდე არ იხსნება და ინახება პირვანდელი შეფუთვით.

15. საცავში ამანათების შეტანა-გამოტანა ხორციელდება საცავის პასუხისმგებელი პირის მიერ.

    მუხლი 6. საუტილიზაციო დოკუმენტების ექსპერტიზა

1. საცავზე პასუხისმგებელი პირი ამანათს შესამოწმებლად გასცემს ექსპერტზე, აღინიშულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს ჟურნალში.

2. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორ ან მეტ ექსპერტს. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამდენიმე ცალის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ამანათის გახსნა და შემოწმება (გასინჯვა).

3. შემკვეთის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ წარმოდგენილი ამა-ნათის გახსნას და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება, სააგენტო (სამინისტრო) უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა.

4. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია ყურადღებით გასინჯოს ამანათის შე-ფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (სააგენტოს) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის და საცავ-ზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება ოქმი, სადაც დაწვრი-ლებითაა ნაჩვენები შეფუთვის, დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. ოქმზე ხელს აწერს სააგენტოს (სამინისტროს) შესაბამისი უფლებამოსილი პირი და საცავზე პასუხიმგებელი პირი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი ან მეტობა, შესაბამისი სხვაობა უნდა აღინიშნოს დანართ №1-ში განსაზღვრულ უწყისში (აქტის მხარეს).

5. მოგებახვედრილი ან საუტილიზაციო დოკუმენტების შემოწმება უნდა მოხდეს ფურცლობრივად და გაცემული თანხის სისწორის დასადგენად უნდა შედარდეს ოფიციალურ ცხრილს.

6. საუტილიზაციო დოკუმენტების ფურცლობრივი გადათვლის დროს ექსპერტი ვალდებულია გასინჯოს:

ა) რაოდენობა და თანხა;

ბ) მათი უტყუარობა (ნამდვილობა) და გადახდის სისწორე;

გ) გაუქმების მიზეზი და სისწორე;

დ) არის თუ არა ლატარიის ბილეთები და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადას-ტურებელი დოკუმენტები ლეგალიზებული.

7. ექსპერტიზის დროს დოკუმენტებზე არსებული დამცავი ნიშნები უნდა შედარდეს სააგენტოს (სამინისტროს) მიერ შეთანხმებულ დამცავ ნიშნებთან. დამცავი ნიშნები თავისუფლად უნდა ისინჯებოდეს. ციფრების განლაგების ადგილზე არ უნდა იყოს ლაქები. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში საუტილიზაციო დოკუმენტების უტილიზაცია არ მოხდება.

8. თუ დაზიანებული საუტილიზაციო დოკუმენტი გაყოფილია რამდენიმე ნაწილად და შეწებებულია, მაშინ უნდა დადგინდეს, რომ შეწებებული დოკუმენტის ერთი ნაწილი შეადგენს ნახევარზე მეტს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ეკუთვნის ამავე საუტილიზაციო დოკუმენტს.

9. შემოწმების დროს გამოვლენილი ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული საუტილიზაციოდ, ამოიღება შეკვრიდან. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს შესაბამის უწყისში (დანართი №1-ში). შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები და სააგენტოს (სამინისტროს) პასუხისმგებელი პირი.

10. ექსპერტი უფლებამოსილია გამოვლენილ ყალბ საუტილიზაციო დოკუმენტზე გასცეს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.

11. საუტილიზაციო დოკუმენტები, რომლებზედაც გადახდილია ნაკლები ან ზედმეტი თანხა, უბრუნდება გამომგზავნს იმ პირების დასადგენად, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა. დიდი თანხით გასანაღდებელი (ათასი ლარი და მეტი) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული საუტილიზაციო დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ექვემდებარება უტილიზაციას, გამნაღდებელი დაწესებულების მიერ იგზავნება სააგენტოში (სამინისტროში) ექსპერტიზისათვის, რის შემდეგაც უბრუნდება გამომგზავნს განაღდებისათვის, შემდეგ კი სააგენტოს (სამინისტროს) უტილიზაციისათვის.

12. ამანათის შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აქტის შესაბამის გრაფაში – ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართი №1).

13. ამანათების შემოწმების დამთავრების შემდეგ მიღებულ შედეგებს ექსპერტები ადარებენ უწყისების (დანართი №1) ჩანაწერებს. დაუშვებელია უწყისში  გადასწორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომით ნაჩვენები თანხები ცალკეული საუტილიზაციო დოკუმენტების მიხედვით არ ცვლიან საერთო ჯამს (მექანიკური შეცდომების ჩათვლით). ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტის მიერ მითითებული უნდა იყოს აქტის გრაფაში ,,განსაკუთრებული შენიშვნები“ (დანართი №1-ში).

14. შემოწმების შედეგები აღინიშნება ჟურნალში და უწყისში (დანართი №1-ის აქტის მხარეს).

15. შემოწმების დამთავრების შემდეგ დგება აქტი დანართი №1-ის შესაბამისად. აქტს მიეცემა ის ნომერი, რომლითაც შემოწმებული ამანათი რეგისტრირებულია ჟურნალში.

16. შემოწმებულ ამანათს ექსპერტი გადასცემს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ამანათის მიღებას ადასტურებს ჟურნალში ხელის მოწერით. საცავზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალში უნდა ჩაწეროს თანხა და რაოდენობა, რომელიც ედრება უწყისში ჩაწერილ მონაცამებს (დანართ №1 აქტის მხარეს). შედეგების შემოწმების შესახებ სააგენტოს (სამინისტროს) ბეჭდიანი აქტის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება გამომგზავნს, ხოლო მეორე ინახება სააგენტოში (სამინისტროში). საუტილიზაციო დოკუმ-ენტები, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან შემოწმდა და არ განხორციელდა მათი უტილი-ზაცია, საცავზე პასუხისმგებელი პირის და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით ილუქება თან-დართულ დანართ №1 აქტთან ერთად.

17. თუ საუტილიზაციო დოკუმენტები სააგენტომ (სამინისტრომ) არ მიიღო, ისინი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაზეც დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და სააგენტოს (სამინისტროს) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. უკან დასაბრუნებელ საუტილიზაციო დოკუმენტებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავზე პასუხისმგებელი პირი ექსპერტის თანდასწრებით.

18. ლატარიის ან მომგებიან თამაშობებში მონაწილე დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწ-მების დროს სამინისტროს ექსპერტები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ მომგებიან თამაშობებში მოგებების გაცემის დადგენილი წესებით.

19. უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებ-ზედაც გაცემულია ზედმეტი ან ნაკლები თანხა, გადასწორებულია საანგარიშსწორებო შტამპი ან მათზე გადახდილი თანხა, რაც გაფორმებული არ არის შესაბამისად და სხვა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და ფინანსთა სამინისტროს (სააგენტოს) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

20. იმ შემთხვევაში, თუ გამომგზავნი არ შეასრულებს ინსტრუქციის მოთხოვნებს და ამასთან გამოვ-ლინდება ყალბი დოკუმენტები, სააგენტო (სამინისტრო) უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

    მუხლი 7. საუტილიზაციო დოკუმენტების უტილიზაცია

1. უტილიზაციას აწარმოებს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. უტილიზაციაში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შეუძლია შემკვეთის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ერთ ეგზემპლარად (დანართი №5), რომელშიც მითითებულია დღის განმავლობაში განადგურებული ყველა ამანათის მონაცემი. უტილიზაციის აქტში ექსპერტს წინასწარ შეაქვს ნომრები, რათა მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში. საუტილიზაციო დოკუმენტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, მათი უტილიზაცია ხდება კვირაში რამდენჯერმე.

2. საცავზე პასუხისმგებელი პირი უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს გადასცემს ექსპერტს, იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას.

3. თუ მიღების დროს აღმოჩნდა, რომ შეფუთვის ან ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, ტომრები უნდა გაიხსნას და გაისინჯოს მასში მოთავსებული ამანათების რაოდენობა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, ამასთან ერთად ამანათების რაოდენობა და თანხა უნდა შედარდეს უწყისის მონაცემებს (დანართი №1 აქტის მხარეს). თუ ამანათების შეფუთვა და ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, მაშინ ამანათებში მოთავსებული დოკუმენტები უნდა შემოწმდეს ფურცლობრივად და გაისინჯოს მათი ანაზღაურების სისწორე.

4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანა-თების შეფუთვის და ლუქის ბეჭდების სიმრთელეს. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები ბრუნდება და მოწმდება ხელმეორედ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                         

 


 

დანართი N1

 

----------------------------------------------------------------------   

           დაწესებულების დასახელება

 

უწყისი N

 

განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის

და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის

დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების,

გასანადგურებლად

 

20  წ. ---------  -----------------------                       20  წ. ---------  -------------------------

                                                                                                                       (კვარტალის ან თვის დასახელება)

 

N

საუტილიზაციო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების დასახელება

რაოდენობა

ნომინალური ღირებულება

გადახდილი თანხა

რაოდენობა

თანხა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

(საუტილიზაციო დოკუმენტის საერთო თანხა სიტყვიერად)

 

                                 დირექტორი   --------------------------------------------------------

                           

                        ბ.ა.

                                                                          

                                         20 წ.-------------------------------------------------------


 

აქტი N

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში (საქართველოს

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) შემოსული                       

საუტილიზაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე          

  20  წ.  ------- --------------------    

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს) -------------------------------------------------------------------------------------------------------

      სტრუქტურული ქვედანაყოფის(ქვედანაყოფების)/საქვეუწყებო დაწესებულების დასახელება

   

სპეციალისტმა(სპეციალისტებმა)  ---------------  ვაწარმოე(ვაწარმოეთ)  --------------------------------

                         (სახელი, გვარი)                  (დაწესებულების დასახელება)

 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:

 

N

 

 

 

 

 

უწყისის მიხედვით

 

ფაქტობრივი

 

მეტობა

 

დანაკლისი

 

ექვემდებარება უკან დაბრუნებას

1

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

ექვემდებარება უტილიზაციას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

(საუტილიზაციო  რაოდენობა და თანხა სიტყვიერად)

     განსაკუთრებული შენიშვნები: -----------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

         ბ.ა                                                    სპეციალისტები   

 

 

 

   ----------   ------------------------------------ 20    წ.            

    უტილიზაციის თარიღი


 

                                                 დანართი №2

 

 

აქტი №

 

 

ქ. თბილისი                     ------    ---------------------------  20  წ.

 

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

 

--------------------------------------------------------------------------

     (საქვეუწყებო დაწესებულების დასახელება)

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

ვადასტურებთ, რომ ლეგალიზებულია

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რაოდენობით ----------------------------------------------------------------------- ცალი

ნუმერაციით ----------------------------------------------------------------------------------

 

ლეგალიზაცია ჩაუტარდა № ----- შტამპით ბილეთის წინა (უკანა) მხარეს.

 

 

                                          სპეციალისტი:

 

                                          შემკვეთი:


 

დანართი №3

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ცნობა №

 

’’-----------’’--------------------------------------- 20  წელი

 

მიღებულია  ------------------------------------------------------------------------------------

             (ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

            (დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)

 

 

ბ.ა.                  ხელმოწერა    1. საცავზე პასუხისმგებელი ----------------------------

                                                          პირი       (მიმღები)

                                2. ჩამბარებელი     -----------------------------------------

                                                                       დანართი №4

 

ამანათების აღრიცხვის ჟურნალი

 

N

ამანა-თის მიღე-ბის თარიღი

ორ-განიზა-ციის დასახე-ლება

ამანა-თის ნომერი

საცავზე პასუხის-მგებელი პირის ხელმო-წერა ამანათის მიღებაზე

სპეციალი-სტების ხელმო-წერა ამანათის მიღებაზე და შემოწ-მებაზე

რაო-დენობა

თანხა

საცავზე პასუხის-მგებელი პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე შემოწმების შემდეგ

საუტი-ლიზაციო  ამანათის ნომერი

საცავი-დან გაცემის თარიღი

საუტი-ლიზაციო დოკუ-მენტების დასახე-ლება

შენიშ-ვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


                                                                   

დანართი №5

 

20  წელი  ------  ----------------------------                                                                         

 

აქტი №

 

განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში   მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილი-ზაციაზე ჩვენ,  ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
   სტრუქტურული ქვედანაყოფის(ქვედანაყოფების)/საქვეუწყებო დაწესებულების დასახელება

 

ვადგენთ აქტს მასზედ, რომ 20  წლის ----------------------------- იყო განადგურებული საცავიდან

მიღებული ამანათის  № ----------------------------------------------------------------------------------------

ამანათებში აღმოჩნდა:

 

ამანა-თის ნომერი

საუტილიზაციო დოკუმენტის დასახელება

რაოდენობა

თანხა

ორგანიზაციის დასახელება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ განადგურებულია  ------------------------------------------ ამანათი საუტილიზაციო დოკუმენტებით

 

 საერთო თანხით (ლარებში)  ----------------------------------------------------------------------------------

 

 რაოდენობა   ----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 სპეციალისტი                                       

 

სპეციალისტი

 

 

დანართი №6

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

ცნობა №

 

,,-----------’’--------------------------------------- 20  წელი

 

მიღებულია  ------------------------------------------------------------------------------------

               (ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

(დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)

 

 

ბ.ა.            ხელმოწერა    1. საცავზე პასუხისმგებელი ----------------------------

                                                          პირი         (მიმღები)

                              2. ჩამბარებელი     ----------------------------------------