„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 934
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.320.010.22.033.014.042
  • Word
934
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
190.320.010.22.033.014.042
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.042

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №934

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III,  05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ორგანიზების პროცესის კოორდინაცია. გადამხდელთა მომსახურების სრულყოფასთან და გამარტივებასთან დაკავშირებით წინადადებების და მეთოდური მითითებების მომზადება;

გ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

დ) დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიანი ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ კანონმდებლობის გამოყენებაზე წინადადებების მომზადება, საანგარიშ-გებო და სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ე) უცხოური და საერთაშორისო საწარმოების და ორგანიზაციების საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე/რეგისტრაციაზე აყვანის ძირითადი პრინციპების შემუშავება;

ვ) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის სრულყოფის მიზნით ურთიერთობების დამყარება სათანადო ორგანოებთან და მათგან ინფორმაციების მიღება,  მისი შედარება გადამხდელთა სარეგისტრაციო ბაზებთან და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო ორგანოების შესაბამისი სტრუტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგი. დადგენილ ვადებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება საგადასახადო ორგანოების ჭრილში, მათი საქმიანობის გაანალიზება, პრაქტიკული დახმარების გაწევა საგადასახადო ორგანოებისათვის;

თ) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებზე გადამხდელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება ბროშურებით, სამახსოვროებით, სხვა ბეჭდვითი გამოცემებით ან/და ინტერნეტ-საშუალებებით;

ი) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასხადის გადამხდელთა აყვანის/გადაყვანის პროცედურების უზრუნველყოფა;

კ) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და ჩამორთმევის საკითხის მომზადების ორგანიზება, შესაბამისი მოწმობის გაცემის და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

ლ) ბანკის ან საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ უცხოური საწარმოსათვის გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოწოდებული ინფორმაციების დამუშავება და შესაბამისი საგადასახადო ორგანოების ინფორმირება;

მ) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი