„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.035
  • Word
928
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
190.040.000.22.033.014.035
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.035

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №928

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1096 ბრძანებით (სსმ III, 05.10.07, №139, მუხლი 1522) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას, საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა რეესტრების წარმოებას და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ცნობის გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;

თ) ახორციელებს ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენას, ასევე უწევს კონტროლს საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას;

ი) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ე-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს);

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო შემოწმებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი