,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 926
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.034
  • Word
926
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
010.320.010.22.033.014.034
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.014.034

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №926

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებით (სსმ III, 31.03.08, №48, მუხლი 552) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში არსებულ საწარმოთა შემოწმების სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების (მათ შორის, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებების) მიზნით:

ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება;

ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;

ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;

ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში განხილვის ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;

ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;

ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 4 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი