დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 920 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.014.030 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.030
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №920
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და რეგისტრთა სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №1115 ბრაძანების (სსმ III, 06.08.2009, №97, მუხლი 1065) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები