დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 918 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.100.22.033.014.028 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.014.028
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №918
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანების (სსმ III, 28.12.2005, №151, მუხ.1676) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 52-ე მუხლის მე-7 ნაწილის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები