დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 909 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.014.025 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.025
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №909
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006, №32, მუხ. 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა ცენტრებმა (საგადასახადო ინსპექციებმა)/საგადასახადო ინსპექციებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2011 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე.
5. 2011 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართლდარღვევა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები